ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ეთნოლოგია-ანთროპოლოგიის ს/ს ინსტიტუტი, თსუ ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინტიტუტი, ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა და საქართველოს ანთროპოლოგთა ასოციაცია 2025 წლის 24-27 ნოემბერს გამართავენ აკადემიკოს გიორგი ჩიტაიას დაბადებიდან 135 წლისადმი მიძღვნილ საერთაშორისო სიმპოზიუმს.
სიმპოზიუმი გაიხსნება 24 ნოემბერს, 11 საათზე, თსუ I კორპუსის 107-ე აუდიტორიაში.
დამატებითი ინფორმაცია იხ. სიმპოზიუმის პროგრამასა და მოსაწვევში.